მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Binance ბრაზილიაში Mastercard-თან ერთად პლასტიკურ ბარათს გამოუშვებს

63da1e3b5e1bb
გიორგი თოლორდავა
01.02.23 17:42
548
მსოფლიოს წამყვანი კრიპტობირჟა Binance-ი ბრაზილიაში Mastercard-თან თანამშრომლობით ახალი ტიპი პლასტიკურ ბარათს გამოუშვებს, რომელიც მომხმარებელს კრიპტოაქტივებით გადახდის საშუალებას მისცემს.

Binance-ის ბარათი ტრანზაქციის განხორციელების პროცესში მომენტალურად გარდაქმნის ბალანსზე არსებულ კრიპტოვალუტას ეროვნულ ვალუტაში, რაც ციფრული აქტივებით ანგარიშსწორების პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.

მომხმარებლებს აღარ მოუწევთ კრიპტო საფულეების მისამართების მითითება, ტრანზაქციის ვერიფიცირება და შემდეგ ბლოკჩეინზე ტრანზაქციის დასრულებისთვის ლოდინი, Binance-ისა და Mastercard-ის ბარათით აღნიშნული პროცედურა ერთ წამამდე შემცირდება.

გარდა გამარტივებული საგადახდო პროცესისა, Binance-ის ბარათი მომხმარებლებს ქეშბექს, სპეციალურ შეთავაზებებსა და ფასდაკლების აქციებსაც სთავაზობს, ანგარიშისა და ბარათის მართვა კი პირდაპირ Binance-ის აპლიკაციიდან იქნება შესაძლებელი.

სამხრეთ ამერიკის რეგიონში ბრაზილია უკვე მეორე ქვეყანა, სადაც აღნიშნული სისტემა დაინერგება, კომპანია კი გეგმავს, რომ მომავალში კრიპტობარათები მსოფლიოს მასშტაბით გახდეს ხელმისაწვდომი.