მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BINANCE ინვესტორებისთვის ახალ სერვისს ნერგავს

63c6622abb6fc
გიორგი თოლორდავა
17.01.23 13:40
693
მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance ინსტიტუციური ინვესტორებისა და პარტნიორი კომპანიებისათვის ახალ კასტოდიანურ სერვისს ნერგავს - მომხმარებლებს შეეძლებათ ტრეიდინგის პროცესში საკუთარი კრიპტოაქტივები არა უშუალოდ Binance-ის სავაჭრო პლატფორმაზე, არამედ ე.წ. „ცივ“ საფულეებში შეინახონ.

ზოგადად, კასტოდიანური მომსახურება საფინანსო სერვისების პროვაიდერი კომპანიის მიერ აქტივების შენახვას, აღრიცხვას და მართვას გულისხმობს. ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და კრიპტობირჟების უმეტესობის ძირითადი მოვალეობა სწორედ კასტოდიანური მომსახურების გაწევაა.

საქმე ისაა, რომ „ცხელი“ ანუ ონლაინ საფულე ჰაკერული თავდასხმისა და სისტემური შეცდომის შედარებით მაღალ რისკებს შეიცავს, ვიდრე ოფლაინ საფულე, რომლის გამოყენებაც მხოლოდ პირადი გასაღებითაა შესაძლებელი, რაც დაცულობის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს.

აღნიშნული ფუნქცია განსაკუთრებით აქტუალური კრიპტობირჟა FTX-ის კოლაფსის შემდეგ გახდა. მოგეხსენებათ, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა ბირჟაზე განთავსებული კრიპტოაქტივები თითქმის სრულად დაკარგეს, „ცივი“ საფულე კი ამ რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებდა.

ექსპერტების შეფასებით, Binance-ი ცდილობს უსაფრთხოების ახალი სისტემების დანერგვით ინსტიტუციური ინვესტორები მიიზიდოს და კრიპტობირჟების მიმართ დაკარგული ნდობა აღადგინოს.