მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Binance ქართული CityPay.io-ს პარტნიორი გახდა

63ff16161f88a
გიორგი თოლორდავა
01.03.23 13:14
831
მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ი ქართული კრიპტო გადახდის სისტემის, CityPay.io-ს პარტნიორი გახდა. გადახდის სისტემა ნებისმიერი ტიპის ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს საერთაშორისო გადახდები სხვადასხვა კრიპტოვალუტაში. მომხმარებელი კი იღებს კომფორტული გადახდის პროცესს როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკურ ლოკაციებზე, POS ტერმინალით.

კომპანიების პარტნიორობა ქართველო მომხმარებელს კრიპტო გადახდების გამოყენების ახალ შესაძლებლობას მისცემს, მათ ექნებათ საშუალება, ციფრული აქტივები ყოველდღიურ ტრანზაქციებში გამოიყენონ და სერვისები თუ პროდუქტები კრიპტოვალუტების მეშვეობით იყიდონ.

Binance-ი მიზნად ისახავს, მსოფლიოს მასშტაბით კრიპტო გადახდების რაოდენობა გაზარდოს და ამ პროცესის განვითარებას ხელი შეუწყოს. 2022 წელს Binance Pay-ს მომხმარებელთა რაოდენობამ 22 მილიონს მიაღწია, გატარებული ტრანზაქციების მოცულობამ კი 48 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კრიპტო მომხმარებელს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ Binance Pay-ით საქართველოში და შეიძინონ ყოველდღიური პროდუქტები CityPay.io-ს POS ტერმინალების დახმარებით. ამ სერვისით სარგებლობა უკვე შესაძლებელია შემდეგ ქსელებში: Wendy’s, Smart, Fresco, Radisson, Episode, 8000 მოსავალი და სხვა.