მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BINANCE რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტობრიჟა FTX-ს ყიდულობს - ინდუსტრია კოლაფსის ზღვარზეა

636a878c68050
გიორგი თოლორდავა
08.11.22 20:30
849
კრიპტოინდუსტრია ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კოლაფსის ზღვარზეა - მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტო ბირჟა Binance-ი რიგით მეორე უდიდეს ბირჟას, FTX-ს ყიდულობს, რომელიც, როგორც ირკვევა, გაკოტრების ზღვარზეა.

Binance-ის დირექტორის, ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, FTX-ის ფინანსური მდგომარეობა უაღრესად ცუდ მდგომარეობაშია, რის გამოც Binance-მა გადაწყვიტა უდიდესი კონკურენტი იყიდოს და ამით მომხმარებლის აქტივები დაიცვას.

FTX-ის დამფუძნებლისა და დირექტორის, სემ ბენკმენ-ფრიდის განცხადებით, FTX-ი თანხმდება Binance-ის შეთავაზებას და კომპანია მზადაა საკუთარი აქტივები და პორტფელი Binance-ზე გაასხვისოს.

აღნიშნული შეთანხმება, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ერთკვირიანი დავისა და სპეკულაციის ლოგიკური კულმინაციაა. სწორედ ერთი კვირის წინ გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ FTX-ის ანგარიშზე გარღვევა იყო, კომპანია კი ვერ შეძლებდა ვალდებულებების გადაფარვას და კლიენტების მომსახურებას, რამაც ბაზარზე პანიკა და FTX-ის კრიპტოტოკენის, FTT-ის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია.

გარიგების ზუსტი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც თავად ბენკმენ-ფრიდი იუწყება, შეთანხმება ეხება საერთაშორისო ბირჟა FTX.com-ს და არა FTX.us-ს, რომელიც მხოლოდ აშშ-ის ბაზარზე ოპერირებს.