მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BINANCE თანამშრომლების 20%-ს ათავისუფლებს

6478a45b0196b
გიორგი თოლორდავა
01.06.23 18:03
742
მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance-ი თანამშრომლების რაოდენობას მკვეთრად ამცირებს.

CoinDesk-ის ინფორმაციით, კომპანიამ უკვე დაითხოვა დასაქმებულთა 20%, რაც Binance-ის რესტრუქტურიზაციასთანაა დაკავშირებული.

კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, Binance-ი აღმასვლის ახალი ტალღისთვის ემზადება, ამიტომაც უახლოეს მომავალში ასობით როლი და სამუშაო პოზიცია შეიცვლება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპანია ზრდას წყვეტს.

როგორც ჩანს, კრიპტობირჟა გარკვეული საქმიანობების ავტომატიზებას და პოზიციების გაერთიანებას გეგმავს, რის ხარჯზეც თანამშრომლების რაოდენობის შემცირება იქნება შესაძლებელი.

ამჟამინდელი მდგომარეობით, Binance-ი მსოფლიოს მასშტაბით 8,000-მდე თანამშრომელს ასაქმებს.