მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BINANCE თანამშრომლების რაოდენობის 30%-ით გაზრდას გეგმავს

63bfb15c3f701
გიორგი თოლორდავა
12.01.23 11:53
611
ბირჟების დაღმასვლისა და მსოფლიოს მასშტაბით რეცესიული რისკების ზრდის მიუხედავად, უმსხვილესი კრიპტობირჟა Binance კონკურენტებისგან კარდინალურად განსხვავებულ სტრატეგიას ირჩევს და მიმდინარე წლის განმავლობაში არა თანამშრომლების შემცირება, არამედ მათი რაოდენობის 30%-ით გაზრდას გეგმავს.

Binance-ის დამფუძნებლის, ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, კომპანიას მომავლისთვის ამბიციური გეგმები აქვს და მათ განსახორციელებლად საჭირო რაოდენობის კვალიფიციური კადრების მოზიდვაა საჭირო, რის გამოც კომპანიაა მზადაა 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 15-30%-ით გაზარდოს.

Binance-ისგან განსხვავებით, ინდუსტრიის სხვა მსხვილი მოთამაშეები თანამშრომლების რაოდენობისა და საოპერაციო ხარჯების შემცირებას ცდილობენ. მაგალითად: ამერიკულმა Coinbase-მა დასაქმებულთა 18% უკვე დაითხოვა და მომდევნო თვეების განმავლობაში დამატებით 20%-ის განთავისუფლებას გეგმავს; კრიპტობირჟა Kraken-მა თანამშრომლების 30% დაითხოვა; Huobi-მ კი დასაქმებულთა 20% სამსახურიდან გაათავისუფლა.

როგორც ჟაო ამტკიცებს, კომპანია შესანიშნავ ფინანსურ მდგომარეობაშია და მას აქვს იმის ფუფუნება, რომ შემცირებული შემოსავლების მიუხედავად, ხარჯები გაზარდოს, რათა გლობალურ ბაზარზე დომინანტური პოზიცია კიდევ უფრო მეტად გაიმყაროს.