მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბინის დაგირავება/გაქირავებამდე მოითხოვეთ და ყველაფერს შევამოწმებთ - "თბილისი ენერჯი" მომხმარებელს მიმართავს

632c2499e50df
ინგა მურუსიძე
22.09.22 13:10
442
ბოლო 10 თვეში CO-თი მოწამლული ან, გარდაცვლილი მოქალაქეების 90% ნაქირავებ ან, ნაგირავებ ბინაში ცხოვრობდა, - ამის შესახებ "თბილისი ენერჯის” ტექნიკური დირექტორის მოადგილე, გიორგი ლეფსვერიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვახორციელებთ გაზის დანადგარების შემოწმებას გეგმურად. შემოწმებულია 205 731 აბონენტი და აღმოჩნდა, რომ მათგან 7 700 აბონენტს დანადგარი დარღვევით ეყენა და ჩავხსენით. სამწუხაროდ, წელს CO-თი ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 10 ადამიანი და მოიწამლა - 51. მინდა ვუთხრა ჩვენს აბონენტებს, აუცილებლად დაუშვან ჩვენი წარმომადგენელი შემოწმებაზე. ეს არის გეგმური შემოწმება ზამთრის წინ, ნუ შეუშლით ჩვენს წარმომადგენლებს ხელს შემოწმებაში, ეს სერვისი არის სრულიად უფასო“, - განაცხადა ლეფსვერიძემ.

მან ასევე მიმართა იმ მომხმარებელს, ვინც ბინის დაგირავება/გაქირავებას აპირებს.

„მივმართავთ აბონენტებს, თუ გადაწყვეტთ ბინის დაგირავება/გაქირავებას, აუცილებლად, იქამდე დარეკეთ 240 40 04-ზე, მოითხოვეთ შემოწმება და ჩვენი სპეციალისტები აბსოლუტურად უფასოდ, მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში შეამოწმებენ ბინაში არსებულ გაზის დანადგარებს“, - ამბობს ლეფსვერიძე.