მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიოილი" - ქართული ნავთობკომპანიების ბაზარს ახალი მოთამე შეემატა

5dde51b4ab5ce
თამუნა ქემერტელიძე
27.11.19 15:50
3920
ქართულ ბაზარზე ახალი ნავთობკომპანია “ბიოილი” შეიქმნა.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ვასილ ჩომახაშვილია, ხოლო გენერალური დირექტორი რუსუდან რამაზაშვილი, რომელსაც გასულ წლებში კომპანია “ფრეგოს” გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.

როგორც bm.ge-ის “ბიოილის” დირექტორმა რუსუდან რამაზაშვილმა განუცხადა, ბაზარზე კომპანია სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა და პირველ ეტაპზე მასში ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

“რა თქმა უნდა, გაიზრდება ინვესტიციის მოცულობა. მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული კომპანია ვიქნებით, რომელიც მაღალი ხარისხის საწვავით შემოვა ბაზარზე”, - აცხადებს რამაზაშვილი.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კომპანიას ავტოგასამართი სადგურები თბილისსა და კასპში აქვს, თუმცა უახლოეს მომავალში სადგურების ბათუმსა და ლანჩხუთში გახსნას გეგმავენ.