მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიოლამდე“ მისასვლელი გზის დაგებას დაგვპირდნენ, თუმცა არ გაუკეთებიათ - თამაზ მჭედლიძე

60f2d43c3cb8d
ინგა მურუსიძე
17.07.21 21:08
877
მოვითხოვეთ „ბიოლამდე“ მოსასვლელი გზის დაგება, დაგვპირდნენ, თუმცა არ გაუკეთებიათ, - ამის შესახებ Forbestalks-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „ბიოლის“ დამფუძნებელმა, თამაზ მჭედლიძემ განაცხადა.

"ინვესტიციები კიდევ გასაკეთებელია და გზაც გვჭირდება. მინიმუმ 100 მლნ დოლარის ინვესტიცია დამჭირდება კიდევ...
იკითხავთ ალბათ, მუშაობს თუ არა კურორტი მოგებაზე. გიპასუხებთ, რომ ჯერ არა, მაგრამ გათვლილი გვაქვს, რომ 20 წელიწადში ეს იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ბრილიანტი კურორტი და მსოფლიოს კურორტოლოგიაში შეიქმნება ბრენდი - Georgian Wellness.

40 მლნ დოლარი მე რომ კლინიკებში ჩამედო, რომელიც რა თქმა უნდა, უფრო რენტაბელურია, 2005 წლიდან დღემდე, 120 მლნ დოლარს მომიტანდა, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი და მოტივაცია სხვაა. ამ მოტივაციის და შესაძლებლობების მქონე, იმ გეგმებს ხომ ნამდვილად განვახორციელებ, რაც ამ 20 წელიწადში მაქვს ჩაფიქრებული. ამისთვის დავბრუნდი მე საქართველოში“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

კითხვაზე, თუ რას შეცვლიდა ბიზნეს დამოკიდებულებებში მთავრობის მხრიდან, პასუხობს:

არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მიჩვეულია, რომ ვიღაც ეხმარება. ამიტომ ამას მე ვერ ვუპასუხებ. არ ვიცი. უბრალოდ, უპირველესად ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელი არ შემიშალოთ. და თუ რაიმე თხოვნა მაქვს, მაქსიმალურად რომ სწრაფად კეთდებოდეს. თორემ, „სახელმწიფომ დამეხმაროს“ - ეს ძალიან არ მიყვარს".