მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BioNTech-ი ვაქცინების სინგაპურში წარმოებას განიხილავს

609934956831f
ნათია თაქთაქიშვილი
10.05.21 18:00
663
გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია BioNTech-ი ვაქცინების წარმოებას სინგაპურში განიხილავს და ამ მიზნით ქვეყანაში საწარმოს აშენებას გეგმავს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ახალ საწარმოში კომპანია RNA ვაქცინებზე და კიბოს სამკურნალო საშუალებების შექმნაზე იმუშავებს.

ბიოტექნოლოგიური კომპანიის განცხადებით, ქარხანა 2023 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება და ქვეყანაში, დაახლოებით, 80-მდე ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

შეგახსენებთ, რომ Pfizer /BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ პირველმა მოიპოვა ავტორიზაცია და მხოლოდ აშშ-ს 170 მილიონი დოზა მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ ვაქცინის ეფექტიანობა 95%-ს უტოლდება.