მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიოსიო": ველოდებით ოფიციალურ პასუხს, გვაქვს თუ არა გაყიდვისა და წარმოების უფლება

5e863a462759b
ნუცა ბაზლიძე
02.04.20 21:40
905
კოსმეტიკური საშუალებების ბრენდმა „ბიოსიომ“ კორონავირუსის შედეგად შექმნილი ვითარების გამო, ანტიბაქტერიული ხსნარის წარმოება დაიწყო, თუმცა როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ნოდარ ჩომახაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, გამკაცრებული საგანგებო რეჟიმის პერიოდში, მათ წარმოება შეაჩერეს.

რეალიზაციის თვალსაზრისითაც, კომპანიაში ოფიციალურ პასუხს ელოდებიან.

„ამ ეტაპზე, წარმოება შევაჩერეთ. შეკვეთებსაც აღარ ვიღებთ, ველოდებით ოფიციალურ პასუხს, გვაქვს თუ არა გაყიდვისა და წარმოების უფლება“, - აღნიშნავს ნოდარ ჩომახაშვილი.

ფაქტობრივი კარანტინის პერიოდამდე, „ბიოსიო“ მომხმარებლებს მიტანის სერვისს სთავაზობდა. ამასთან, როგორც გავარკვიეთ, ზოგადად, „ბიოსიოს“ პროდუქცია სააფთიაქო ქსელ PSP-შიც ხვდება, თუმცა ამ შემთხვევაში, რეალიზაციის დეტალებში კომპანიის წარმომადგენლები აღარ ერთვებიან.

ამასთან, BM.GE-სთან საუბრისას „ბიოსიოს“ თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ სამომავლოდ, ვალუტის კურსის ცვლილებიდან გამომდინარე, ინგრედიენტების ფასის ცვლილების მიხედვით, პროდუქციის ფასის კორექტირებაც განიხილება. ამ დრომდე კი, მომხმარებლებს ანტიბაქტერიული ხსნარის შეძენა 12 ლარად შეეძლოთ.

გეგმებზე საუბრისას, „ბიოსიოს“ თანადამფუძნებელმა აღნიშნა, რომ კომპანია მოლაპარაკებებს უკრაინაში, სომხეთსა და ბელარუსში ექსპორტისთვის აწარმოებდა. პროცესი კორონავირუსის ეფექტის გამო შეჩერდა, თუმცა კომპანიაში იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ აღნიშნული მაინც განხორციელდება.

„ვინც თანამშრომლობას აპირებდა, მათ ჯერჯერობით უარი არ უთქვამთ, ველოდებით“, - დასძენს ნოდარ ჩომახაშვილი.