13.ივნისი .2021 17:00

„ბიქეი ჰოლდინგის“ წარმოებული სამშენებლო ბლოკი ბაზრის 25%-ს ჩაანაცვლებს“ - ირაკლი ბურდილაძე

„ბიქეი ჰოლდინგის“ წარმოებული სამშენებლო ბლოკი ბაზრის 25%-ს ჩაანაცვლებს“ - ირაკლი ბურდილაძე
views 2124
უკან

„ბიქეი ჰოლდინგმა“, რომელიც სამშენებლო მიმართულებით რამდენიმე კომპანიას აერთიანებს, გასულ წელს ლილოს ტერიტორიაზე ენერგოეფექტური და ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკის მწარმოებელი ქარხანა აამოქმედა.

როგორც ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეთრი კვადრატის“ მმართველი პარტნიორები Forbes Talks-თან განმარტავენ, ქარხანა საქართველოს სამშენებლო ბაზარზე ბლოკზე არსებული მოთხოვნის 25%-ის ჩანაცვლებას შეძლებს.

მათივე ცნობით, ქართული წარმოების მაღალხარისხიანი ბლოკი ბაზარზე მიმდინარე წლის ივლისში გამოჩნდება და მისი გამოყენება როგორც „ბიქეი ჰოლდინგის“ პროექტებში მოხდება, ასევე ქართული ბლოკი რეალიზაციაშიც ჩაეშვება.

„ჩვენი მიზანი სექტორის განვითარების კვალდაკვალ ადგილობრივი წარმოების განვითარებაა. შესაძლოა ჩვენ 100%-ით იმპორტირებული პროდუქტი ვერ ჩავანაცვლოთ, მაგრამ იმ ძირითად მიმართულებებზე როგორიც არის არმატურის, ბეტონის და სამშენებლო ბლოკის წარმოება, აქ ვერტიკალური ინტეგრაცია აუციელებელია, რომ იმპორტირებულ მასალებზე დამოკიდებულება შემცირდეს. ეს სამშენებლო პროდუქტზე ფასის დასტაბილურების საშუალებას მოგვცემს. ეს ინვესტიცია თანამედროვე გერმანულ ტექნოლოგიებში ჩავდეთ, ძალიან გვეამაყება და ამ პროდუქტს ბაზარზე უახლოეს თვეებში ველით.

ჩვენ ბაზარს გლობალურად ვუყურებთ. ეს სწორი და საჭირო ინვესტიცია იყო ქვეყნისთვის, რადგან დიდი რაოდენობის სამშენებლო მასალის იმპორტირება საკმაოდ მაღალი ფასებით ხდება. აღნიშნული ქარხნის პირობებში ფასები უფრო კონკურენტული და უფრო დაბალი იქნება“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

„ქარხანაში ჩვენს პარტნიორებთან ერთად ბაზრის ანალიზი ჩავატარეთ. ქარხნის წარმადობა 180 000 მ3 ბლოკია, რაც საქართველოს ბაზრის 25%-ია. შესაბამისად, როდესაც ასეთ მასშტაბზეა საუბარი ასეთი ინვესტიციის განხორციელება ღირს. ეს არის ინვესტიცია, რომელიც საშუალებას გვაძლევს არ ვიყოთ დამოკიდებული იმპორტირებულ სამშენებლო მასალებზე, რომლის ფასიც სავალუტო კურსიდან გამომდინარე იცვლება“, - განმარტა Forbes Talks-თან ინტერვიში ირაკლი ბურდილაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა