მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე კრიპტოვალუტების ფასები დაეცა

63d8b8007a7c0
გიორგი თოლორდავა
31.01.23 10:55
618
საერთაშორისო კრიპტობირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება - გასულ 24 საათში ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 3.20%-ით, $1.04-ტრილიონიან ნიშნულამდე შემცირდა.

ბიტკოინის ფასი 3.9%-ით დაეცა და ამჟამად 22,800 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმის ფასი 4%-ითაა შემცირებული და 1,570 დოლარის ფარგლებშია.

საერთო ჯამში, ბიტკოინის კაპიტალიზაცია 440 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული; ეთერიუმის კი - 191 მილიარდ დოლარამდე.

კრიპტოაქტივების გაუფასურება პირდაპირ კავშირშია საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ძირითადი ინდექსების ვარდნასთან. უფრო კონკრეტულად, S&P 500 ბოლო სავაჭრო სესიაზე 1.30%-ით დაეცა; Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულება კი დაახლოებით 2%-ითაა შემცირებული.

ბირჟებზე არსებული ნეგატიური განწყობა აშშ-ის ფედერალური რეზერვის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შეხვედრასთანაა დაკავშირებული, რომელიც ორი დღის განმავლობაში იმართება. სწორედ ხვალ FED-ი რეფინანსირების გაზრდასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას და არსებობს იმის რისკი, რომ განაკვეთი არა პროგნოზირებული 25 საბაზო პუნქტით, არამედ 50-ით გაიზარდოს, რასაც საფონდო და კრიპტო ბირჟებზე ნეგატიური გავლენა ექნება.