კრიპტოვალუტების საერთაშორისო ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 1.18 ტრილიონ დოლარს აღწევს, რაც 24 საათში თითქმის 2.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ბიტკოინის ფასმა 28,500-დოლარიან ნიშნულს მიაღწია, რაც 2022 წლის ივლისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია. ერთ დღეში ბიტკოინი თითქმის 3%-ითაა გაძვირებული, ერთ კვირაში კი მატების მაჩვენებელი 13%-ს აღწევს. კრიპტოაქტივის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 545 მილიარდ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტოაქტივს, ეთერიუმის ფასი 1,800 დოლარის ფარგლებში მერყეობს, მისი კაპიტალიზაცია კი დაახლოებით 220 მილიარდ დოლარს შეადგენს. ერთ კვირაში ეთერიუმის ფასი 6%-ითაა გაზრდილი.
აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება სხვა კრიპტოვალუტებთან მიმართებითაც, მაგალითად: XRP-ის ფასი 22%-ით გაიზარდა; Cardano-ს ღირებულებამ 9%-ით მოიმატა; BNB-ის ფასი კი თითქმის 8%-ითაა გაზრდილი.
კრიპტოაქტივების გაძვირება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის სამომავლო გადაწყვეტილებასთან. მსხვილი ბანკების გაკოტრების ფონზე, არსებობს იმის რეალური შანსი, რომ FED-მა რეფინანსირების განაკვეთი დაგეგმილზე 25 საბაზო პუნქტით ნაკლებად გაზრდის. აგრეთვე არ არის გამორიცხული, რომ ფედერალური რეზერვი წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზეც გადაერთოს, რაც, ცხადია, დადებითად აისახება კრიპტოაქტივების ფასებზე.
ზოგადად, რეფინანსირების განაკვეთსა და სარისკო აქტივების ფასებს შორის საპირისპირო მიმართებაა; რაც უფრო მკაცრია მონეტარული პოლიტიკა - მით უფრო მეტად უფასურდება სარისკო აქტივები და პირიქით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი