საერთაშორისო კრიპტობირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება, კერძოდ, ბირჟის საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ დღეში 7.75%-ით, 905 მილიარდ დოლარამდე დაეცა.
24 საათში ბიტკოინის ღირებულება თითქმის 8%-ით, 18,000-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა, მის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 352 მილიარდ დოლარამდე დაეცა.
რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ღირებულება ერთ დღეში 15%-ითაა შემცირებული, კრიპტოაქტივის სავაჭრო ფასი კი ამჟამად 1,200 დოლარს შეადგენს, პროექტის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 158 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული.
უმსხვილესი კრიპტოვალუტებიდან ყველაზე ცუდი შედეგი სოლანას აქვს, მისი კაპიტალიზაცია ერთ დღეში 32%-ით შემცირდა.
ბირჟაზე დაფიქსირებული ვარდნი მკვეთრი ტენდენცია პირდაპირ კავშირშია Binance-ის მიერ რიგით მეორე უმსხვილესი ბირჟის, FTX-ის შეძენის სიახლესთან.
Binance-ის დირექტორის, ჩანგპენგ ჟაოს განცხადებით, FTX-ის ფინანსური მდგომარეობა უაღრესად ცუდ მდგომარეობაშია, რის გამოც Binance-მა გადაწყვიტა უდიდესი კონკურენტი იყიდოს და ამით მომხმარებლის აქტივები დაიცვას.
FTX-ის გაკოტრების პირას ყოფნის სიახლე, ბუნებრივია, ინვესტორებმა და ტრეიდერებმა უაღრესად ნეგატიურად მიიღეს, რაც FTX-ის ტოკენის ფასზეც მკაფიოდ აისახა, კერძოდ, 24 საათში კრიპტოვალუტა FTT-ის ფასი 70%-ით შემცირდა.
სოლანას 32%-იანი გაუფასურება კი მისი FTX-თან მჭიდრო კავშირითაა განპირობებული. ინვესტორები ფიქრობენ, რომ სემ ბენკმენ-ფრიდის კომპანია პორტფელიდან სოლანას ლიკვიდირების გადაწყვეტილებას მიიღებს.
აღნიშნული შეთანხმება, შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ერთკვირიანი დავისა და სპეკულაციის ლოგიკური კულმინაციაა. სწორედ ერთი კვირის წინ გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ FTX-ის ანგარიშზე გარღვევა იყო, კომპანია კი ვერ შეძლებდა ვალდებულებების გადაფარვას და კლიენტების მომსახურებას, რამაც ბაზარზე პანიკა და FTX-ის კრიპტოტოკენის, FTT-ის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი