მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის და გაზის ფასები ეცემა

644f776b746e7
გიორგი თოლორდავა
01.05.23 12:39
606
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - სავაჭრო სესიის გახსნიდან რამდენიმე საათში ნავთობის ფასი საშუალოდ 1.7%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი Brent-ის ღირებულება 79 დოლარს შეადგენს; WTI-ის ფასი კი 75 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ერთკვირიან ჭრილში ნავთობი ბირჟაზე 4.5%-ითაა გაიაფებული; გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ვარდნის მაჩვენებელი 26%-ს აღწევს.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 62 დოლარს შეადგენს, რაც ერთ წელიწადში 22%-ით შემცირებული მაჩვენებელია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ერთთვიან ჭრილში რუსული ნავთობი 8.6%-ითაა გაძვირებული და მისი ფასი ამჟამად 2 დოლარით აჭარბებს ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტს.

დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ბუნებრივ აირთან მიმართებითაც, აშშ-ის მასშტაბით გაზი 70%-ითაა გაიაფებული; ერთ წელიწადში 60%-ით დაეცა ევროპული გაზის ღირებულება; ხოლო რაც შეეხება ბრიტანულ ბუნებრივ აირს, ამ შემთხვევაში ვარდნის მაჩვენებელი 46%-ია.

ცნობისთვის, მეგავატი-საათი Dutch TTF-ის ღირებულება 38 ევროს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 3.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.