საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასების შემცირების ტენდენცია ფიქსირდება. 24 საათში Brent-ის ფასი დამატებით 1%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელის ღირებულება 83 დოლარს შეადგენს; 1.5%-ითაა შემცირებული WTI Crude-ის ფასი, რომელიც ამჟამად ბირჟაზე 78 დოლარად ივაჭრება.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, Urals-ის ფასი 2%-ით, 55-დოლარიან ნიშნულამდე დაეცა, რაც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 60-დოლარიანი ფასის ლიმიტის დამწესებელი ქვეყნებისთვის ნავთობის ექსპორტის აკრძალვითაა განპირობებული.
ბირჟაზე დაფიქსირებული დაღმასვლის ტენდენცია აზიის მასშტაბით კოვიდინფიცირების შემთხვევების რეკორდული ზრდითაა განპირობებული, მაგალითად: ჩინეთის მასშტაბით ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი ინფიცირდება, იაპონიაში კი პანდემია პიკს აღწევს, კერძოდ, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში 415 ადამიანი დაიღუპა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.
ინფიცირების შემთხვევების გავრცელების სიახლეს, ბუნებრივია, ინვესტორები და ტრეიდერები ნეგატიურად იღებენ, რადგან ვირუსის გავრცელება და მის საწინააღმდეგოდ მთავრობის მიერ მიღებული ზომები მობილობის შეზღუდვას უწყობს ხელს, თავად ეს უკანასკნელი კი საწვავზე მოთხოვნას ამცირებს.
გარდა ზემოხსენებული ფაქტორებისა, გასათვალისწინებელია OPEC-ის სამომავლო გადაწყვეტილებაც, რომელთან დაკავშირებითაც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსი ჯერაც არ არის მიღწეული და აქტიურად განიხილება როგორც მიწოდების შემცირების, ასევე უცვლელად დატოვების პერსპექტივაც.
რა გავლენა ექნება რუსეთის მიერ ნავთობის ექსპორტის აკრძალვას?
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი