საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასების შემცირების ტენდენცია ფიქსირდება - გასულ 24 საათში ბარელი ბრენტის ღირებულება 100-დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა; WTI Crude-ის ფასი კი 95 დოლარამდე შემცირდა, რაც მოკლე პერიოდში ფასების ვარდნის თითქმის 5%-იანი მაჩვენებელია.
ენერგორესურსების ფასების შემცირება, ძირითად, გლობალურ მაკროეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, მსოფლიოს მასშტაბით, რეცესიის განვითარების რისკები ნეგატიურ ზეწოლას ახდენს ნავთობის ფასზე, რადგან ინვესტორებსა და ტრეიდერებს აქვთ მოლოდინი, რომ გლობალური ეკონომიკური ზრდის შეფერხება საწვავზე მოთხოვნას შეამცირებს, რაც, თავის მხრივ, ნეგატიურად აისახება ნავთობის სამომავლო ფასებზე.
დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ფიუჩერსულ კონტრაქტებთან მიმართებითაც. ნავთობის სამომავლო ფასების შემცირება იმაზე მიუთითებს, რომ ტრეიდერები მომავალში ენერგორესურსების კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას პროგნოზირებენ.
ბარელი ნავთობის ფიუჩერსების ფასები თვეების მიხედვით:
2022 წლის აგვისტო - $96.7
2022 წლის სექტემბერი - $96.7
2022 წლის ოქტომბერი - $91.6
2022 წლის ნოემბერი - $89.3
2022 წლის დეკემბერი - $87.5
2023 წლის იანვარი - $86.1
2023 წლის თებერვალი - $84.9
2023 წლის მარტი - $83.6
2023 წლის აპრილი - $81.9
საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასების შემცირების ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი აზიის მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების გავრცელებაცაა. აღნიშნული მოვლენა ზრდის იმის რისკის, რომ ჩინეთის მთავრობამ უმსხვილეს ქალაქებში კიდევ ერთხელ დააწესოს მკაცრი რეგულაციები და ლოკდაუნები, რაც, თავის მხრივ, შეამცირებს ქვეყნის მასშტაბით მობილობას და საწვავზე მოთხოვნას.
ენერგორესურსებით მოვაჭრეთათვის ნეგატიურ ფაქტორად სახელდება მიმდინარე კვირას აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრა OPEC-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და საუდის არაბეთი ნავთობის მიწოდების გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს, სავარაუდოდ, ნავთობის ფასებზე ნეგატიური ზეწოლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე