მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის ფასი მცირდება

637f1dd906aba
გიორგი თოლორდავა
24.11.22 11:40
588
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, კერძოდ, მიმდინარე დღის სავაჭრო სესიის გახსნიდან რამდენიმე საათში ბარელი Brent-ის ფასი თითქმის 1%-ით, 84.5-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა; ხოლო WTI Crude-ის ფასი 77 დოლარამდე დაეცა. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის მარკის ნავთობის ფასი 67 დოლარს შეადგენს.

ნავთობის ფასების შემცირება ჩინეთში გავრცელებულ ცნობებთანაა დაკავშირებული, კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა, ჩინეთის 31 პროვინციაში კი სიკვდილიანობის მაჩვენებელიც მკვეთრად იმატებს.

დღიური ინფიცირების თითქმის 32,000 შემთხვევა აჩენს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მმართველმა კომუნისტურმა მთავრობამ ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებში მკაცრი რეგულაციები და ლოკდაუნები დააწესოს, რასაც, ბუნებრივია, ნეგატიური გავლენა ექნება მობილობასა და ეკონომიკურ აქტივობაზე. მოგეხსენებათ, ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია, მისი ეკონომიკის შეზღუდვა კი პირდაპირ ახდენს გავლენას ენერგორესურსების ფასებზე.

აგრეთვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სწორედ დღეს "დიდი შვიდეულის" წევრი სახელმწიფოები და ევროკავშირის ელჩები რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების ინიციატივას განიხილავენ, სავარაუდო საფასო დიაპაზონად კი ბარელზე 60-70 დოლარი განიხილება.