საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე რუსული ნავთობის ბენჩმარკის, Urals-ის მკვეთრი გაუფასურების ტენდენცია გრძელდება. გასულ 24 საათში ბარელი რუსული ნავთობის ფასი დამატებით 5.5%-ით, 53-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა.
შედარებისთვის, ბარელი Brent-ის ფასი 79-დოლარიან ნიშნულზეა, WTI კი 76 დოლარად ივაჭრება.
რუსული ნავთობის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია "დიდი შვიდეულის" წევრი სახელმწიფოების მიერ ფასის 60-დოლარიანი ლიმიტის დაწესებასთან და 5 დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში საზღვაო გზით გადაზიდვად ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან.
აღნიშნული სანქციები იმას გულისხმობს, რომ მოსკოვი ევროკავშირის ბაზარზე ნავთობს ვეღარ გაყიდის, G7-ის წევრ ქვეყნებში კი ბარელ Urals-ზე 60 დოლარზე მეტს ვერავინ გადაიხდის. გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ში, ბრიტანეთში, კანადაში, იაპონიასა და ავსტრალიაში საზღვაო გზით რუსული ნავთობის იმპორტი ისედაც აკრძალულია, შესაბამისად, ფასის ლიმიტის მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და რუსეთს დასავლეთის ბაზარი ფაქტობრივად ისედაც დაკარგული აქვს.
აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოფიციალური კრემლი ფასის ლიმიტის დამწესებელ სახელმწიფოებს ნავთობის მიწოდების შეწყვეტითაც ემუქრება, თუმცა ამ მუქარის აღსრულებას ბირჟაზე რეალური გავლენა ვერ ექნება, რადგან G7-ის წევრ ქვეყნებს ისედაც შეწყვეტილი აქვთ Urals-ის იმპორტი.
დასავლური ბაზრების დაკარგვის შემდეგ, რუსეთს ძირითად სავაჭრო პარტნიორებად ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი რჩება, რომლებიც ბარელ Urals-ში 60 დოლარზე გაცილებით უფრო იაფის გადახდას აპირებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო