ივლისი ამერიკული საფონდო ბირჟებისთვის უაღრესად წარმატებული იყო - S&P 500 თითქმის 8%-ით გაიზარდა, ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულებამ 11.4%-ით მოიმატა.
უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შედეგი ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ს ჰქონდა. ერთთვიან ჭრილში კომპანიის აქციების ღირებულება 30%-ზე მეტით გაიზარდა, რაც შესანიშნავი კვარტალური შედეგებითა და ზოგადი ბირჟის აღმასვლითაა განპირობებული.
ამჟამად Tesla-ს თითოეული აქცია საფონდო ბირჟაზე 900 დოლარად ივაჭრება, რაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ზღვარია, რომელსაც ტრეიდერები დიდ ყურადღებას აქცევენ.
რაც შეეხება კომპანიის კვარტალურ შედეგებს, გასაჯაროებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ მეორე კვარტალში Tesla-მ 16.9 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც 42%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ერთ აქციაზე შემოსავალმა (EPS) მეორე კვარტალში 2.27 დოლარი შეადგინა, რაც 35%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს და 24%-ით აჭარბებს ანალიტიკოსების მოლოდინებს.
საგულისხმოა, რომ ელექტრომობილების გაყიდვით მიღებული მოგების მარჟა 32.9%-დან 27.9%-მდეა შემცირებული, რაც ბაზარზე კონკურენციის გაძლიერებასთან და მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილ ინფლაციასთანაა დაკავშირებული.
ბუნებრივია, დამაკმაყოფილებელი შედეგები ინვესტორებმა და ტრეიდერებმა პოზიტიურად მიიღეს, ბირჟაზე დაფიქსირებული აღმასვლის ტენდენციაც სწორედ ამ ფაქტორითაა განპირობებული.
საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Meta, Berskhire Hathaway და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე