მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟებზე სასუქების მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასი იზრდება

622a18f8b0abe
გიორგი თოლორდავა
10.03.22 23:00
2454
მსოფლიოს მასშტაბით არსებული დაძაბული გეოპოლიტიკური მდგომარეობის და მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გაჩენის რისკების ფონზე, ამერიკულ საფონდო ბირჟებზე სასუქი პროდუქტების მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიების აქციების ფასები იზრდება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაცია სასუქი პროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელი და მიმწოდებელია. ინვესტორების ნაწილი კი ვარაუდობს, რომ რუსეთზე სანქციების დაწესება სასუქის მიწოდების პრობლემას და საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდას გამოიწვევს.

2007-2008 წლებში რუსეთმა და ბელარუსმა მნიშვნელოვნად შეამცირეს კალიუმის წარმოება, რამაც რამდენიმე თვეში სასუქი პროდუქტების ნაწილის თითქმის 400%-ით გაძვირება გამოიწვია.

რუსეთი, ასევე, მნიშვნელოვანი მოთამაშეა აზოტოვანი სასუქის ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ექსპორტში მისი წილი 17%-ზე ნაკლებს შეადგენს, რუსეთი აწარმოებს სასუქის ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტის, ამონიუმის ნიტრატის თითქმის 66 პროცენტს.

სასუქი პროდუქტების გაძვირების მოლოდინით, საფონდო ბირჟაზე CF Industries Holding-ის აქციები ერთი კვირაში 14%-ით, გასულ 24 საათში კი 7%-ით გაიზარდა.

7.5%-ითაა გაზრდილი The Mosaic-ის აქციების ფასიც, აღნიშნული კომპანიაც სასუქი პროდუქტების წარმოებითაა დაკავებული.

რუსეთ-უკრაინის ომისა და უსაფრთხოების კუთხით რისკების ზრდის პარალელურად, იზრდება თავდაცვის სექტორში წარმოდგენილი კომპანიების ფასებიც. ინვესტორებს აქვთ საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ ქვეყნები თავდაცვაზე გამოყოფილ ბიუჯეტს მნიშვნელოვნად გაზრდიან, რაც აღნიშნულ სექტორში წარმოდგენილი კომპანიებისათვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

ომის დაწყების შემდეგ, F22 Raptor-ისა და F35 გამანადგურებლების მწარმოებელი კომპანიის, Lockheed Martin-ის აქციების ფასი 18%-ით გაიზარდა; 22%-ით გაძვირდა Northrop Grumman-ი, რომელიც B-2 Spirit-ს აწარმოებს; General Dynamics-ის აქციები 12%-ით; Raytheon Technologies-ის კი თითქმის 9%-ით გაიზარდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, გეოპოლიტიკური დაძაბულობა დადებითად აისახება თავდაცვის სექტორში წარმოდგენილი კომპანიებს შემოსავლიანობაზე და, შესაბამისად, მათი აქციების ღირებულებაზე.

საინვესტიციო შესაძლებლობა:

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart-თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციით და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს, ინვესტირების დაწყება კი 1 დოლარითაც არის შესაძლებელი.