მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბითაძე: ავტობუსების შეძენა ხდება იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც "სისტრასთან" ერთად ვამუშავებთ

5dc1aec150d83
BM.GE
05.11.19 21:40
987
ავტობუსების შეძენა ხდება იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც „სისტრასთან“ ერთად ვამუშავებთ, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ ისაუბრა. მისი თქმით, „სისტრასთან“ ერთად შემუშავებული კომპლექსური დოკუმენტის ეტაპობრივი წარდგენა და ჩაბარება ხორციელდება.

„ჩვენ ვთქვით, რომ გვიან შემოდგომაზე იქნებოდა საბოლოო დოკუმენტი. ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვან საკვანძო ნაწილზე ვიმყოფებით, სატრანსპორტო სქემები გენერალური გეგმისგან ბუნებრივია განსხვავდება, აქ არის თუ რა მარშრუტი საით იმოძრავებს და რამხელა ავტობუსი, რომელ ქუჩაზე იმოძრავებს, ჩვენ ძალიან დიდი ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს და ძირითადი დერეფნები ჩვენთვის უკვე ცნობილია. ავტობუსების შესყიდვა და სამარშუტო ტაქსების კომპანიასთან მუშაობა ამ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. საბოლოო ჯამში როდესაც ჩვენ გადავალთ ახალ სატრანსპორტო სქემებზე, მაქსიმალურად უნდა იყოს უზრუნველყოფილი იმ ნაკადებზე რეაგირება, რომლის დაკვეთაც საზოგადოებაში არსებობს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

აღსანიშნავია, რომ ფრანგული კომპანია „სისტრა“ მუშაობს კვლევაზე, რომელიც მთლიანად დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს.