მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაბილეთები გაძვირდა და ამ საფასო პოლიტიკის შენარჩუნება იგეგმება - GASA

603ce23cc60c5
ლიკა გურაბანიძე
01.03.21 23:00
910
“საქართველოში ტრადიციულად მომუშავე ავიაკომპანიების მხოლოდ ნაწილი და ისიც გარკვეული შეზღუდვებით დაბრუნდა.” - ამის შესახებ GASA-ს დამფუძნებელმა გიორგი შენგელიამ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.

როგორც შენგელიამ აღნიშნა, საავიაციო ბაზარზე მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, რაც მათ შორის ბილეთის შეძენაშიც გამოიხატა.

“ავიაბილეთის შეძენის და ფრენის დაგეგმვის ნაწილში დღეს დაახლოებით 15 წლის წინანდელი სიტუაციაა. მომხმარებლები უფრო ფრთხილები არიან და ავიაბილეთს ბოლო მომენტში ყიდულობენ, რადგან რისკია, რომ ნებისმიერმა ქვეყანამ იქ შესვლის წესები ფრენის წინა დღეს შეცვალოს.

ახლა ტრანზიტული რეისები ეფექტურია, ხოლო ისინი ვინც წერტილოვან ავიარეისებს ახორციელებენ, მათთვის მძიმე სიტუაციაა.” - განაცხადა შენგელიამ.

მისივე განმარტებით, ავიაბილეთების ფასები გაძვირდა და ამ საფასო პოლიტიკის შენარჩუნება იგეგმება.

“რაც უფრო ნაკლებია რეისის დატვირთულობა მით უფრო ძვირდება ხარჯი, რათა კომპანიამ მოგებაზე გასვლა შეძლოს.” - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

კომპანიის დამფუძნებლის თქმითვე, Pegasus Airlines-ით დღეიდან ფრენები სტამბულის მიმართულებით კვირაში 7-ჯერ განხორციელდება. ხოლო Air Arabia ამჟამად კვირაში ორ რეისს ასრულებს, მიმდინარე წლის აპრილიდან კი მესამე სიხშირე დაემატება.

ცნობისთვის, GASA 2010 წელს დაფუძნდა, რომლის ძირითადი საქმიანობა უცხოური ავიაკომპანიების გენერალური სავაჭრო წარმომადგენლობის ოპერირებაა საქართველოში. GASA “კავკასიის ტურისტულ ჰოლდინგში” შემავალი კომპანიაა, რომელიც ტურიზმთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სფეროში ოპერირებს.