მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bitcoin-ის ფასი $1000-ით შემცირდა

5d8ca2bc716ae
მიხეილ ხაჩიძე
27.09.19 00:10
2193

ვირტუალური ფულის ბიტკოინის ღირებულება მკვეთრად შემცირდა. დასავლური გამოცემების ცნობით, ლუქსემბურგის სავაჭრო პლატფორმა Bitstamp -ზე ჯერ კიდევ სამშაბათს ციფრული ვალუტა 9500 დოლარად ივაჭრებოდა, თუმცა კაპიტალიზაცია 24 საათში 15%-ით 260-დან-220 მლნ დოლარამდე შემცირდა.

შესაბამისად, ამ დროის მონაცემებით, ვირტუალური ფულის ღირებულება ათას დოლარზე მეტად შემცირდა და 8000 დოლარად ფასობს, რაც ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ბაზრის დამკვირვებლები ბიტკოინის ღირებულების შემცირების ზუსტ მიზეზს ვერ განმარტავენ.

ივნისში ბიტკოინის ღირებულება თითქმის 14.000 დოლარი იყო, რაც 2018 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა. 

2017 წელს ციფრული ფული 20.000 დოლარად ივაჭრებოდა.