მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bitcoin-ის ფასი $5000-მდე გაიზარდა

5ca4706a827b5
ლევან თაღიაშვილი
03.04.19 13:28
2131
რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ Bitcoin-ის და მასთან ერთად სხვა კრიპტოვალუტების ფასი საგრძნობლად გაიზარდა.

Bitcoin-ის ფასმა აღმასვლა 1 კვირის წინ დაიწყო და ამ პერიოდში მისი ღირებულება $1000-ით გაიზარდა.

27 მარტს 1 Bitcoin 3984 დოლარი ღირდა, დღეს კი, მისი შეძენა $4925 შეგიძლიათ.

Bitcoin-თან ერთად გაიზარდა სხვა კრიპტოვალუტების ფასიც. Augur-ის მატება 46%-იანი იყო, Bitcoin Cash-ის ფასი 24 საათში 38%-ით გაიზარდა, Metaverse ETP-ის კი - 25%-ით.

რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაციას, 2 აპრილის შემდეგ ის $24 მილიარდითაა მომატებული.