მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bitcoin-ის ღირებულებამ $10,000-ს გადააჭარბა

5e41302683510
ნათია თაქთაქიშვილი
10.02.20 19:40
817
9 თებერვლის ვაჭრობის შდეგად, Bitcoin-ის ღირებულებამ $10,000-ს გადააჭარბა, ხოლო Bitcoin-ის ფასი 2019 წლის 18 დეკემბრის შემდეგ აშშ დოლარის მიმართ 68%-ით გაიზარდა. ინფორმაცია ხელმისაწვდომია cointelegraph.com-ზე.

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინზე ყველაზე მაღალი ფასი 2017 წლის დეკემბერში დაფიქსირდა და მისმა ღირებულებამ 20,000 აშშ დოლარი შეადგინა. 2017 წლის რეკორდული ღირებულების შემდეგ ბიტკოინის ფასი დაეცა და 2018 წლის ნოემბერში 4 ათას დოლარს ჩამოსცდა.

შეგახსენებთ, რომ Bitcoin-ზე ფასების ზრდა 2020 წლის დასაწყისიდან დაიწყო და 14 იანვრის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულებამ 8600 დოლარს გადააჭარბა.