მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია რუსეთიდან გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტისთვის მზადაა - ოლაფ შოლცი

631dac7f64b7e
გიორგი თოლორდავა
11.09.22 15:24
6025
ევროპის მასშტაბით მწვავე ეკონომიკური კრიზისისა და ომის მიმდინარეობის ფონზე, კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია რუსეთის ფედერაციიდან გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტისთვის მზადაა და ზამთრის პერიოდში ქვეყანა უმძიმესი ენერგეტიკული პრობლემის წინაშე არ აღმოჩნდება.

„რუსეთის მიერ გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტისათვის გერმანია მზადაა, ამ მიმართულებით შესაბამისი ზომები მიღებულია“, - განაცხადა შოლცმა.

კანცლერის განმარტებით, ქვეყნის სტრატეგიული რეზერვები შევსებულია, ბუნებრივი აირის დაზოგვის სტრატეგია ამოქმედებულია, აშენდა თხევადი გაზის ახალი ტერმინალები, ზამთრისთვის კი ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიც ამოქმედდება, რაც გერმანიას ენერგორესურსების დივერსიფიცირების საშუალებას მისცემს.

კანცლერისა და ქვეყნის მთავრობის პოზიტიურ პროგნოზებს არ იზიარებს უმსხვილესი ევროპული ბანკის, Deutsche Bank-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტიან სევინგი.

მისი განცხადებით, გერმანიის ეკონომიკა რეცესიისთვისაა განწირული, რუსული გაზის გარეშე ზამთრის სიცივესთან გამკლავებას კი გერმანია მხოლოდ თხევადი გაზისა და სტრატეგიული რეზერვების საშუალებით ვერ შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასების შესამცირებლად გერმანიის მთავრობა ამჟამად 40 მილიარდი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტზე მუშაობს, რომელიც საგადასახადო შეღავათებსა და სუბსიდიებს მოიცავს.