მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bitfury-იმ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ბლოკჩეინ პროგრამული უზრუნველყოფისკენ

5e0223e08d66b
ნათია თაქთაქიშვილი
24.12.19 20:41
2007
Bitfury-იმ, ბლოქჩეინ ტექნოლოგიების სრული მომსახურების კომპანიამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ბლოკჩეინ პროგრამული უზრუნველყოფისკენ. როგორც Forbes-ი აღნიშნავს, კომპანია Exonum-ის გამოსვლის შესახებ აცხადებს.

„ბლოკჩეინის და ბითკოინის ღია, ერთიანი ხასიათის გათვალისწინებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომი  ყოფილიყო ყველასთვის, ვინც იყენებს Blockchain-ზე დაფუძნებულ აპლიკაციებს”, - ამბობს ვალერი ვავილოვი.

Exonum-ი არის პროგრამული უზრუნველყოფის ჩარჩო, რომელიც დაეხმარება ბიზნესებსა და მთავრობებს, უსაფრთხოდ და იოლად განახორციელონ ბლოკჩეინთან დაკავშირებული იდეები.

აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიასთან თანამშრომლობენ ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორიც არის Microsoft-ი და Amazon-ი, ორივე მათგანი ეხმარება კლინეტებს ბლოკჩეინთან არსებული კითხვების გადაჭრაში. Microsoft-მა 30.1 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო აღნიშნული სერვისიდან, ხოლო Amazon-მა - 25,7 მილიარდი აშშ დოლარი.

ამსტერდამში დაფუძნებულმა Bitfury-იმ, თავის მხრივ, შარშან 500 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, მეტწილად ბიტკოინის მომპოვებელი პროგრამის გაყიდვებიდან.