07.ნოემბერი.2018 15:27
მსოფლიო

Bitfury-მ ინვესტორებისგან $80 მლნ მიიზიდა

Bitfury-მ ინვესტორებისგან $80 მლნ მიიზიდა
ბლოკჩეინ ტექნოლოგიებისა და კრიპტოვალუტების კომპანია Bitfury-მ ინვესტორებისგან, $80 მილიონი მოიზიდა. სტატიას Bitfury-ზე Bloomberg აქვეყნებს და წერს, რომ აქციების კერძო განთავსებას სათავეში ედგა Korelya Capital. მონაწილეებს შორის იყვნენ Novogratz’s Galaxy Digital, Jabre და Lian ჯგუფი. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით, წერს რომ გარიგება $1 მილიარდზე მეტად იყო შეფასებული.

Bitfury 2011 წელს დაფუძნდა და ამჟამად მისი მთავარი ოფისი ლონდონში მდებარეობს. კომპანიის კლიენტებს შორის უკრაინის მთავრობაცაა.

„ჩვენ ვხედავთ საკმაოდ მზარდ მოთხოვნას, როგორც კომპანიების, ასევე მთავრობების მხრიდან, რათა მათ შეძლონ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების განვითარება“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ვალერი ვავილოვი.

ამასთან, Bloomberg წერს, რომ კომპანია IPO-სთვისაც ემზადება, რომელმაც მომდევნო წლებში კომპანიას, შესაძლოა, 3-5 მილიარდი დოლარი მოუტანოს.

24.აპრილი.2019 00:07
469

Bloomberg: მსოფლიოს ყველაზე უიღბლო ეკონომიკების მქონე ქვეყნები

ვრცლად
23.აპრილი.2019 00:26
275

Fox Business: 18-დან 34 წლამდე ადამიანების ძირითადი ნაწილი ფინანსურად მშობლებზეა დამოკიდებული

ვრცლად
23.აპრილი.2019 00:10
766

აშშ-მექსიკა-კანადის ახალი შეთანხმება ამერიკას $68 მლრდ-ს მოუტანს

ვრცლად
22.აპრილი.2019 20:50
946

შრი-ლანკას ტერაქტს დანიელი მილიარდერის შვილები ემსხვერპლნენ

ვრცლად
22.აპრილი.2019 12:20
415

საქართველოში ბენზინი გაძვირდა - ბაზრის მიმოხილვა

ვრცლად
22.აპრილი.2019 10:47
1618

ზელენსკი ლუცენკოზე, პოროშენკოსა და თავის გეგმებზე

ვრცლად