გაყიდვების პროცესის გასამარტივებლად და მომხმარებელთა ბაზის გასაფართოებლად Bitfury ჯგუფმა პროდუქციის ფასების ონლაინ გამოქვეყნება დაიწყო.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანია საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის ფასს მომხმარებელს ონლაინ სთავაზობს.
მცირე და საშუალო ბიზნესებს უკვე შეუძლიათ Bitfury-ს უახლესი მაინინგ სერვერის (Bitfury Tardis) ფასის შემოწმება კომპანიის ვებ–გვერდზე. ახალი სერვერი Clarke ASIC–ის ბაზაზეა შექმნილი. Clarke-ი ბიტკოინის მოპოვებისთვის ყველაზე ძლიერ ჩიპებს აწარმოებს და განსაკუთრებით ეფექტურია 6HB და 8HB კონფიგურაციებში. განახლებული სერვისით მომხმარებლებს შეუძლიათ ვებ–გვერდის მეშვეობით დაუკავშირდნენ Bitfury-ს გაყიდვებისწარმომადგენლებს და შეიძინონ პროდუქცია.
ამასთან, ორიგინალი აღჭურვილობის (OEM) მომხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ Bitfury-ს ჯგუფს, შეიძნონ Bitfury Clarke ASIC და შედეგად კომპანიისგან მიიღონ დახმარება საკუთარი პროდუქციის წარმოებისა და დიზაინის შემუშავების პროცესში.
აღნიშნული სერვისი Bitfury-ს შესაძლებლობას მისცემს გააფართოვოს იმ მომხმარებელთა წრე, ვისაც პროდუქციის შეძენა სურთ.
დღეს Bitfury სხვადასხვა სახის სერვისებს მსოფლიოს 17 ქვეყანას აწვდის. მათ შორის ჯგუფი წარმოდგენილია კანადაში, აშშ-ში, ისლანდიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, ყაზახეთში, რუსეთში, საქართველოში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ჰონკონგში, კორეის რესპუბლიკასა და იაპონიაში.
Bitfury Group-ი შეიმუშავებს როგორც პროგრამულ უზრუნველყოფას, ისე აღჭურვილობას, რომელიცაუცილებელია ბიზნესების, მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისთვის, რათა მათ შეძლონ თავიანთი აქტივების უსაფრთხოდ გადაადგილება Blockchain-ის მეშვეობით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
2020 წლიდან WhatsApp-ი მილიონობით სმარტფონზე უფუნქციო გახდება
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი