მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოვალუტების ფასები იზრდება

624171afc7dcb
გიორგი თოლორდავა
28.03.22 20:45
1920

მიმდინარე კვირა კრიპტოინდუსტრიისთვის წარმატებულად დაიწყო, გასულ 24 საათში ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია თითქმის 5%-ით, 2.13 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ერთკვირიან ჭრილში ბიტკოინის ღირებულება 14.7%-ითაა გაზრდილი და ამჟამად მისი ფასი 47,000 დოლარს აღწევს.

დაახლოებით 16%-ით გაიზარდა რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ღირებულებაც. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად დაახლოებით 400 მილიარდ დოლარს შეადგენს, გაცვლითი კურსი კი 3,300 დოლარის ფარგლებშია.

ბიტკოინის აღმასვლის პარალელურად, იზრდება სხვა კრიპტოაქტივების, კარდანოს, სოლანას, BNB-ისა და XRP-ის ფასებიც.

მიუხედავად ბოლო პერიოდში დაფიქსირებული საკმაოდ მკვეთრი აღმასვლისა, ბიტკოინს და, ზოგადად, კრიპტოვალუტის ბაზარს ჯერაც დიდი მანძილი აშორებს გასული წლის ნოემბერში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლებისგან, მაშინ ბიტკოინის ფასმა 67,600 დოლარს მიაღწია, კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია კი 3 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.

ფასების ზრდის გამომწვევი ძირითად მიზეზი ბაზარზე სენტიმენტის ცვლილებაა, ამჟამად შიშისა და სიხარბის ინდექსი ძირითადად ნეიტრალურ განწყობაზე მიუთითებს, ანუ ბაზარმა ომით გამოწვეული შიშის ფაზა უკვე გადალახა და სპეკულაციური აქტივებიდან კაპიტალის გადინების პროცესი შენელებულია.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება, ინვესტორებს და ტრეიდერებს უჩნდებათ მოლოდინი, რომ ვითარება დასტაბილურება და ბაზარი ისევ განაგრძობს აღმასვლის ძლიერ ტენდენციას, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო.