დღევანდელი სავაჭრო სესია გლობალური კრიპტობირჟებისთვის არასახარბიელო შედეგებით მიმდინარეობს: ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 4.8%-ით, $854-მილიარდიან ნიშნულამდე შემცირდა, ხოლო ბიტკოინის ფასი 5%-ით, $19,000-მდე დაეცა.
გაუფასურების შედეგად, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია 363 მილიარდ დოლარამდე შემცირდა; ხოლო რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტის ეთერიუმის საბაზრო ღირებულება $123 მილიარდამდეა შემცირებული - ამჟამად ერთი ეთერიუმის სავაჭრო ფასი 1,000 დოლარს შეადგენს.
ბირჟების დაღმასვლის ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი გლობალური გეოპოლიტიკური და მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუარესებაა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი რეცესიის რისკების ზრდა და ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაა.
რაც შეეხება მოკლევადიან პერსპექტივას, ფასების ვარდნა ინვესტორების ნეგატიურ მოლოდინებთანაა დაკავშირებული. შეგახსენებთ, რომ გასული ორი კვირა კრიპტოინდუსტრიისთვის არასახარბიელო სიახლეებით იყო აღსავსე: Tree Arrows Capital კრიპტოინვესტიციების გამო $670-მილიონიანი დეფოლტისა და ლიკვიდაციის წინაშეა; ჰეჯ-ფონდების რეკორდული რაოდენობა უმსხვილესი სტეიბლკოინის - Tether (USDT) წინააღმდეგ დიდ ფსონს დებს; ხოლო მსხვილი კრიპტოკომპანიები და ბირჟები გაუარესებული ფინანსური მდგომარეობის გამო, ოპერაციებს ამცირებენ და თანამშრომლებს თანამდებობიდან ათავისუფლებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი