მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ფასი $20,000-მდე გაიზარდა

633d3b0c5f5ea
გიორგი თოლორდავა
05.10.22 12:09
763
კრიპტოაქტივების ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება, გასულ 48 საათში ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია 966 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

ბიტკოინის ფასმა თითქმის 3%-ით მოიმატა და ამჟამად ის 20,300 დოლარს შეადგენს, მისი კაპიტალიზაცია კი 387 მილიარდ დოლარს აღწევს.

რაც შეეხება რიგით მეორე უმსხვილეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმის ფასი 1,400 დოლარამდეა გაზრდილი, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 166-მილიარდიან ნიშნულზეა.

კრიპტოაქტივების ფასების ზრდა პირდაპირ კავშირშია ამერიკულ საფონდო ბირჟებზე დაფიქსირებულ აღმასვლის ტენდენციასთან. გასულ 24 საათში აშშ-ის 500 უმსხვილესი კომპანიის საფონდო ინდექსი (S&P 500) თითქმის 3.1%-ით გაიზარდა, Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის ღირებულებამ კი 3.3%-ით მოიმატა, რაც, უმეტესწილად, ინვესტორების პროგნოზების გაუმჯობესებითაა განპირობებული.

ზოგადად, Nasdaq-ის ინდექსსა და კრიპტობირჟას შორის აშკარა კორელაციაა, როდესაც ტექნოლოგიური კომპანიების აქციები იზრდება, მაშინ ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ღირებულებაც იმატებს, შემცირებისას კი - პირიქით.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო, ბიტკოინის ფასი 18,300 დოლარამდე შემცირდა.