მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ფასი $30,000-ს ჩამოსცდა

60f6d1903f0c8
ნათია თაქთაქიშვილი
20.07.21 23:00
766
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინი ბოლო 24 საათში 5%-ზე მეტით გაუფასურდა. შედეგად მისი ფასი 30,000 აშშ დოლარს ჩამოსცდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ CoinMarketCap-ის მონაცემებით, ბიტკოინის გაუფასურებამ კრიპტოვალუტის ბაზარს ჯამურად 89 მილიარდი აშშ დოლარი დააკარგვინა. თუმცა, გაუფასურების მიუხედავად, ბიტკოინის ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაინც 1.87%-ით არის გაზრდილი.

შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასი აპრილის შუა რიცხვებში 65,000 აშშ დოლარს უტოლდებოდა, რაც კრიპტოვალუტის არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალ ღირებულებას წარმოადგენდა. თუ აპრილის მონაცემებს ბიტკოინის დღევანდელ ღირებულებას შევადარებთ, ის თითქმის 50% არის გაუფასურებული.