15.აგვისტო .2019 22:00

ბიტკოინის ფასი ისევ დაეცა

views 337
უკან

ციფრულმა ვალუტამ ბიტკოინმა ხუთშაბათს წინა სავაჭრო დღეების ვარდნა ისევ გაამეორა. დღეს დილით სავაჭრო პლატფორმა Bitstamp-ზე ბიტკოინის ფასმა 10,000 აშშ დოლარის ქვემოთ დაიწია.

დილით, ბიტკოინის ფასი 9,680 დოლარით განისაზღვრა, რაც წინა ღამის მონაცემებზე თითქმის ხუთი პროცენტით ნაკლებია. კვირის დასაწყისიდან, ბიტკოინის ფასი მკვეთრ სიმცირეს განიცდის და მთლიანობაში, ბოლო კვირაში, მისი ღირებულების დაახლოებით 15 პროცენტით არის შემცირებული.

ამ ვითარებაში ექსპერტებმა არაერთხელ გააფრთხილეს მომხმარებელი ბიტკოინების ყიდვასთან დაკავშირებულ მაღალ რისკებზე.

შეგახსენებთ, რომ ივნისში, ბიტკოინის ფასმა პიკს მიაღწია, ის 14000 აშშ დოლარი ღირდა, რაც 2018 წლიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. რეკორდულ ნიშნულზე ციფრული ფული 2017 წლის ბოლოს იყო. მაშინ ერთი ბიტკოინი $20 000 ღირდა.