01.დეკემბერი .2020 00:00

ბიტკოინის ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა - ერთი BTC $19,724 ღირს

ბიტკოინის ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა - ერთი BTC $19,724 ღირს
views 981
უკან

კრიპტოვალუტა ბიტკოინის ღირებულება დღეს 7.2%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც ერთი ბიტკოინის ღირებულებამ $19,724-მდე შეადგინა. ეს 2017 წელს არსებულ რეკორულ ღირებულებაზე მთელი 100 დოლარით მეტია. ეს კი ნიშნავს, რომ ბიტკოინი დღეს ღირებულების ისტორიულ მაქსიმუმზეა. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინზე $2.83 მილიარდის ღირებულების ტრანზაქციები განხორციელდა.

ცნობისთვის, 2020 წლის განმავლობაში ბიტკოინის ღირებულება 150%-ზე მეტად გაიზარდა. 

ბიკტოინის ღირებულება ნოემბრის განმავლობაში 5000 დოლარზე მეტად გაიზარდა. 

ბიტკოინის ღირებულების ზრდას ამ აქტივის მიმართ სულ უფრო მეტი ინსტიტუციური ინვესტორის დაინტერესება განაპირობებს. მაგალითად ერთ-ერთი უკანასკნელი ფონდი, რომელმაც ბიტკოინში ინვესტირების შესახებ განაცხადა, გუგენჰაიმის ფონდია, რომელიც ვირტუალურ ფულში $500 მილიონის ჩადებას გეგმავს.