მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ფასმა $60 000-ს პირველად გადააჭარბა

604dace08e86b
თამთა ჯიჯავაძე
14.03.21 10:45
1350
ბიტკოინის ფასმა $60 000-ს პირველად გადააჭარბა. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ, რომლის ფასიც გასული წლის ბოლოს შემდეგ გასამმაგდა, წამყვანი კომპანიების მხარდაჭერა მოიპოვა. სწორედ ეს გახდა მისი რეკორდულად გაძვირების მიზეზი.

როგორც BBC წერს, ბიტკოინის ბაზრის საერთო მოცულობა უკვე $1 ტრილიონს აჭარბებს.

შეგახსენებთ, თებერვალში ილონ მასკმა განაცხადა, რომ ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ $1.5 მილიარდის ოდენობის ბიტკოინი შეიძინა. მისივე თქმით, ბიტკოინს ის გადახდის საშუალებადაც დაამატებს. მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას Mastercard-იც გეგმავს.

კრიპტოვალუტის ფასის ზრდაზე კორონავირუსის პანდემიამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, ვინაიდან მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილი ონლაინვაჭრობაზე გადავიდა.

მეორე მხრივ, კრიპტოვალუტის პოპულარობის ზრდა უდიდეს გავლენას ახდენს გარემოზე, ვინაიდან მათ გამომუშავებას დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდება.