მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბითკოინის ღირებულება 14%-ით გაიზარდა - მიზეზი ილონ მასკის ტვიტია

60143bf3e38e7
ნათია თაქთაქიშვილი
29.01.21 22:40
6886
ბითკოინის ღირებულება 14%-ით გაიზარდა. ახლა თითო ბითკოინი 36,901 აშშ დოლარი ღირს, რაც ბოლო ორი კვირის მაქსიმუმია. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ბითკოინის ფასმა მას შემდეგ მოიმატა, რაც Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა კრიპტოვალუტა Twitter-ის პოსტში მოიხსენია.

საკვირველია ის ფაქტიც, რომ GameStop Corp-ის აქციების ღირებულებაც ანალოგიურად გაიზარდა, როდესაც მილიარდერმა ილონ მასკმა მიმდინარე კვირის სამშაბათს GameStop Corp-ი Twitter-ის პოსტში მონიშნა. ამ შემთხვევაში კომპანიის აქციების ფასის ზრდამ 50%-ი შეადგინა. Gamestop-ის ერთი აქციის ფასი კი 200 აშშ დოლარით განისაზღვრა.

ცნობისთვის, ბითკოინის შემთხვევაში ეს მისი ღირებულების მაქსიმუმი არ არის, რადგან გასულ წელს კრიპტოვალუტის ფასმა თითქმის 300 პროცენტით მოიმატა, როდესაც ერთი ბითკოინის ღირებულება 42,000 აშშ დოლარს უტოლდებოდა.