22.თებერვალი .2021 23:10

ბიტკოინის ღირებულებამ $58,000-ს გადააჭარბა

ბიტკოინის ღირებულებამ $58,000-ს გადააჭარბა
views 209
უკან

ბიტკოინის ღირებულებამ პირველად გადააჭარბა 58,000 აშშ დოლარს. ეს ბიტკოინის ღირებულების ახალი ისტორიული მაქსიმუმია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, იანვრის დასაწყისიდან დღემდე, კრიპტოვალუტის ფასი 90%-ით გაიზარდა. შედეგად, მისი საბაზრო ღირებულება უკვე ტრილიონს აჭარბებს.

როგორც ექსპერტები ამბობენ, ბიტკოინის ღირებულებამ ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკელ მილიარდერია ილონ მასკის კომპანია Tesla-მ და სხვა მსხვილმა კომპანიებმა, ბიტკოინი ანგარიშსწორების საშუალებად აღიარეს.

როგორც გამოცემა წერს, ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას განიხილავს Mastercard-იც.

ბიტკოინზე ფასების ზრდა მიმდინარე წლის იანვრიდან დაწყო, ვირტუალური ვალუტის ღირებულებამ იანვარში $40,000 შეადგინა, ხოლო 16 თებერვლისთვის - $50,000-ს გაუტოლდა.