მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის ვაჭრობის 92% კრიპტობირჟა BINANCE-ზე მოდის

63b6c8d4e5064
გიორგი თოლორდავა
05.01.23 18:10
1153
კვლევითი ორგანიზაცია Arcane Research-ი კრიპტოინდუსტრიასთან დაკავშირებით უახლეს მონაცემებს ასაჯაროებს, საიდანაც ირკვევა, რომ ბიტკოინის ტრეიდინგის 92% ერთ კრიპტობირჟაზე, Binance-ზე მოდის, ანუ ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვა რეალურად მხოლოდ ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე ხდება, რომელიც არცერთი სახელმწიფოს მიერ არ არის დარეგულირებული და კერძო საკუთრებაშია.

ანალიტიკოსების შეფასებით, ზემოხსენებული მონაცემები საგანგაშოა, რადგან ეს მოცემულობა ერთ კერძო კომპანიას მთელ ინდუსტრიაზე განუზომელ გავლენას ანიჭებს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარში Binance-ზე ტრეიდინგის საერთო მოცულობის მხოლოდ 45% მოდიოდა, დარჩენილ 55%-ს კი ათამდე მსხვილი კრიპტობირჟა ინაწილებდა, თუმცა მათი ნაწილის გაკოტრებამ და Binance-ის მთავარი კონკურენტის, FTX-ის კოლაფსმა ჩანგპენგ ჟაოს კომპანია აბსოლუტურ მონოპოლად აქცია. ამჟამად რეიტინგში მეორე ადგილს ამერიკული Coinbase-ი იკავებს, რომელიც ბაზრის 5%-ზე ნაკლებს აკონტროლებს.

„Binance-ი უკვე ზედმეტად დიდია, ამხელა ძალაუფლების კონცენტრირება ერთ კომპანიაში საშიშია, ეს ინდუსტრიისთვის კარგი და ჯანსაღი ნამდვილად არ არის. იმ შემთხვევაში, თუ Binance-ი კოლაფსს განიცდის, კრიპტოინდუსტრიას ბნელი საუკუნეები დაუდგება, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება“, - აცხადებს Oanda-ს უფროსი ანალიტიკოსი, ედუარდ მოია.