მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

618a7a4a7d7a7
ნათია თაქთაქიშვილი
10.11.21 00:30
2765
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტების ბიტკოინისა და ეთერიუმის ფასმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი CoinMarketCap-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

CoinMarketCap-ის ცნობით, ბიტკოინის ფასმა 68,530.34 აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტამ ბოლო რეკორდი რამდენიმე კვირის წინ დაამყარა, როცა 1 ბიტკოინის ღირებულება 67,000 აშშ დოლარს გაუტოლდა, თუმცა ცოტა ხანში 12%-ით გაუფასურდა. ახლა კი ისევ გაიზარდა.

CoinMarketCap-ის მიხედვით, ბიტკოინის კვალდაკვალ რეკორდულად გაიზარდა მეორე ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ეთერიუმის ფასი, რომლის ღირებულებამაც 4,837.59 აშშ დოლარი შეადგინა.