მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინმა მორიგი რეკორდი მოხსნა - კრიპტოვალუტების ბაზარი კი $1 ტრილიონს გაუტოლდა

5ff7879f71d31
BM.GE
08.01.21 10:20
3620
ბიტკოინის ფასმა კვირას, 8 იანვარს მორიგი რეკორდი მოხსნა. კერძოდ, ბოლო რამდენიმე კვირაში მისი ღირებულება გაორმაგდა და ის ამჟამად $39,500 დოლარი ღირს. 

ცნობისთვის: მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა კრიპტოვალუტამ 16 დეკემბრის შემდეგ რეკორდული ზრდა განიცადა. დაახლოებით, ოთხი კვირის წინ მისმა ფასმა $20,000-ს პირველად გადააჭარბა. 

“როგორც ჩანს, ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ბიტკოინს ვალუტების გაუფასურებიდან გამომდინარე“, - განაცხადა სინგაპურის ბანკის ანალიტიკოსმა მოჰ სიონ სიმმა. 

ბლოკჩეინზე დაფუძნებული ვირტუალური ვალუტა, დაახლოებით, ათწლეულია არსებობს. 2020 წელს კი მასზე მოთხოვნა საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მკვეთრად გაიზარდა, რის შედეგედაც კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონ დოლარს მიაღწია.