მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიუ ბიუს" პროდუქციის რეალიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა

5df0b7ee8e301
ვიქტორია მღებრიშვილი
11.12.19 13:31
1865
კომპანია „ჩირინას“ პროდუქციის რეალიზაცია, რომელსაც მომხმარებელი „ბიუ ბიუს“ სახელით იცნობს, დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით აღდგა.

BM.GE-ის ინფორმაციით, აქამდე „ბიუ ბიუს“ ჯიხურები მთელი საქართველოს მასშტაბით დახურული იყო. მომხმარებელს კომპანიის გაყინული პროდუქტის ყიდვა ჰიპერმარკეტებშიც არ შეეძლო.  

„ჩირინას“ პროდუქცია ჰიპერმარკეტებში, დახლებზე რამდენიმე დღის წინ, კერძოდ კვირას გამოჩნდა, ხოლო „ბიუ-ბიუს“ ჯიხურები ოფიციალურად დღეიდან გაიხსნა.

შეგახსენებთ: რამდენიმე კვირის წინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა აღმოაჩინეს. მაშინ “ბიუ ბიუმ” სეს-სს უპასუხა, რომ წარმოებული პროდუქციასა და მის ხარისხზე სრულ პასუხისმგებლობას იღებდა.