საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი წარუდგინა. პროექტის განხილვა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ხვალ დაიწყება და პარლამენტი მას ოქტომბერში მიიღებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრი რომან გოცირიძე პროექტს კრიტიკულად აფასებს.
bm.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ ბიუჯეტი იზრდება ფასების ზრდის გამო და ხელისუფლებას სატრაბახო არაფერი აქვს.
რომან გოცირიძის თქმით, ბიუჯეტი იფლანგება და ამის მაგალითად დეპუტატს ე.წ. შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასები მოჰყავს, რომელი მაჩვენებელიც თითქმის 200 მლნ-მდე არის გაზრდილი, ხოლო თანამშრომლები ძირითადად „ქართული ოცნების“ სანათესაო და მათი პოლიტიკური აქტივია.
"ეკონომიკურ ზრდას რაც შეეხება, ეს სპეციფიური ზრდაა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, მთავრობას ამისთვის რაიმე გონივრული ნაბიჯი არ გადაუდგამს. ჩვენ ვერაფერს ვხედავთ ისეთ სასიკეთოს, რაც შეიძლება ამ ხელისუფლებას აქტივში ჩაეწეროს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რაც შეეხება ვალს, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება კარგია თუმცა, ეს როგორ განხორციელდება, „ამას ვნახავთ“.
„დამატებითი ვალის აღება მანამდეც არ იყო საჭირო, პირიქით, იღებდნენ ვალს, ეს ბიუჯეტის ნაშთებში ილექებოდა. ვხედავთ, რომ მილიარდ ლარზე მეტი კომერციულ ბანკებზე არის გასესხებული და დეპოზიტებზე დევს. ანუ წინმსწრებად იღებენ ვალს, არ ხარჯავენ და შემდეგ კომერციულ ბანკებს აფინანსებენ, რის შემდეგაც ინფლაცია იზრდება. ვალის აღების ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება დღემდე აწარმოებდა, არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ქვეყანაში ფასები იზრდება და არ არის მაკროეკონომიკური სტაბილურობაც. ვალი არ იყო ასაღები მანამდეც“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება