მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტის დეფიციტი 6.5%-ს უნდა დაუახლოვდეს - ირაკლი კოვზანაძე

60d9adf1066da
BM.GE
28.06.21 15:06
812
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეკონომიკისთვის მთავარ რისკებად მაღალ დეფიციტსა და მაღალ სამთავრობო ვალს ასახელებს. როგორც ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას და პრემიერ-მინისტრის ანგარიშის შეფასებისას, განაცხადა ის ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ბიუჯეტის მესამე საბოლოო პროექტის (რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა წინა ორისგან) განხილვისას საუბრობდა ამ რისკების შესახებ.

„ვამბობდი, რომ ეს ფისკალურ და მონეტარულ რისკებს გამოიწვევდა. სამწუხაროდ, მართალი აღმოვჩნდი. სხვა საგარეო ფაქტორების დამთხვევასთან ერთად ამან მოგვცა მაღალი ინფლაცია, ლარის დევალვაცია, ფასების ზრდა, რაც მოსახლეობას აწუხებს და მძიმე ტვირთად აწვება. ხოლო, ეროვნულ ბანკს ვაფრთხილდებდი, რომ მოუწევდა რეფინანსირების განაკვეთის ზრდა. ამას ვპროგნოზირებდი და მოხდა", -აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ, უნდა გამოიყენოს ბოლო თვეების დაჩქარებული ეკონომიკური ზრდით გამოწვეული შესაძლებლობები და ერთიანი ბიუჯეტის კორექტირებისას დეფიციტის დღეს არსებული 7.7%-ანი მაჩვენებელი მაქსიმალურად უნდა შეამციროს.

„ჩემის გათვლებით, იგი 7%-ს უნდა ჩამოსცდეს 6.5%-ს დაუახლოვდეს. ასევე წელსვე მაქსიმალურად უნდა შევამციროთ სამთავრობო ვალი, რაც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, ვფიქრობ, ეს ნაბიჯები აუცილებელია ფისკალური და მონეტარული სტაბილურობისთვის. ზოგადად კი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისთვის,“-აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.