მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტში კაპიტალური ხარჯები 300 მილიონი ლარით შემცირდება - გიორგი გახარია

5ece38e8e662c
დავით ჯალაღონია
27.05.20 14:09
1004
მთავრობა საბიუჯეტო ხარჯების 600 მილიონი ლარით შემცირებას გეგმავს, მათ შორის კაპიტალური პროექტების ნაწილში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. 

"დღეის მონაცემებით, საბიუჯეტო ციფრებში რომ გადავიდეთ, რეალური მონაცემები იქნება შემდეგი - ჩვენ დაგვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლები დაახლოებით მილიარდ 800 მილიონი, 600 მილიონი ლარით ხარჯებს შევამცირებთ, რაც იქნება 300 მილიონი მიმდინარე ხარჯები და 300 - კაპიტალური. ეს ის კაპიტალური ხარჯებია, რომლის გადავადებაც შესაძლებელია ქვეყნისთვის მეტნაკლები ზიანის და ზარალის გარეშე ან ის ტურისტული პროექტებია, რომლებიც უახლოესი წლის განმავლობაში აქტუალური არ იქნება", - განაცხადა პრემიერმა. 

მისი ინფორმაციით, დაკორექტირებული სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უახლოესი კვირის ან ათი დღეის ვადაში შევა.