მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიუჯეტური მოგზაურობა პანდემიის დასრულების შემდეგ დროებით შეჩერდება"

5eaa765f1068b
მარიამ ადამია
28.04.20 23:40
19260
PEGAS Touristik Georgia-ის კომერციული დირექტორის სალომე ბერაიას განცხადებით, "პანდემიის დასრულების პირველ ეტაპზე ბიუჯეტური მოგზაურობა ნაკლებად ხელმისაწვდომი იქნება, რადგან ავიაკომპანიებს, სასტუმროებს და სატრანსპორტო კომპანიებს მოუწევთ ოპერირების სრულიად ახალ მოდელზე გადასვლა და რთული იქნება იმ წერტილიდან გაგრძელება, სადაც გავჩერდით".

„ქართველი მომხმარებელი ბოლო 3 წელია მიეჩვია დაბალ ტარიფებს, თუმცა შეზღუდვების გამო, ავიაკომპანიებს გაუჭირდება იმავე ტარიფებით ფუნქციონირება. იგივეს ვიტყოდი სასტუმროებზეც. არის მეორე ფაქტორიც, თუ რამდენად სწრაფად დაუბრუნდება მომხმარებელი სამგზავრო სერვისებს, რამდენად მალე იქნება მზად ქვეყნების ინფრასტრუქტურა ტურისტების მისაღებად. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ პანდემიის შემდგომი ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად შეამცირებს მოგზაურობის მსურველთა რიცხვს, რაც თავისთავად აისახება ტურ პაკეტების ფასებზე“, - განაცხადა Bm.ge-ისთან სალომე ბერაიამ. 

მისივე თქმით, შემდეგი 2 წელი  ავიაციის და ტურიზმის სფეროსთვის კრიზისული იქნება. "თუმცა ისეთი ჩარტერული მიმართულებების შემთხვევაში, როგორიცაა თურქეთი, ეგვიპტე და დუბაი, შესაძლებელია, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ხელმისაწვდომი ფასების პოლიტიკის დაჭერა და მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქტის, შეძლებისდაგვარად, მისაღებ ფასად შეთავაზება", - აღნიშნა მან.