PEGAS Touristik Georgia-ის კომერციული დირექტორის სალომე ბერაიას განცხადებით, "პანდემიის დასრულების პირველ ეტაპზე ბიუჯეტური მოგზაურობა ნაკლებად ხელმისაწვდომი იქნება, რადგან ავიაკომპანიებს, სასტუმროებს და სატრანსპორტო კომპანიებს მოუწევთ ოპერირების სრულიად ახალ მოდელზე გადასვლა და რთული იქნება იმ წერტილიდან გაგრძელება, სადაც გავჩერდით".
„ქართველი მომხმარებელი ბოლო 3 წელია მიეჩვია დაბალ ტარიფებს, თუმცა შეზღუდვების გამო, ავიაკომპანიებს გაუჭირდება იმავე ტარიფებით ფუნქციონირება. იგივეს ვიტყოდი სასტუმროებზეც. არის მეორე ფაქტორიც, თუ რამდენად სწრაფად დაუბრუნდება მომხმარებელი სამგზავრო სერვისებს, რამდენად მალე იქნება მზად ქვეყნების ინფრასტრუქტურა ტურისტების მისაღებად. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ პანდემიის შემდგომი ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად შეამცირებს მოგზაურობის მსურველთა რიცხვს, რაც თავისთავად აისახება ტურ პაკეტების ფასებზე“, - განაცხადა Bm.ge-ისთან სალომე ბერაიამ.
მისივე თქმით, შემდეგი 2 წელი ავიაციის და ტურიზმის სფეროსთვის კრიზისული იქნება. "თუმცა ისეთი ჩარტერული მიმართულებების შემთხვევაში, როგორიცაა თურქეთი, ეგვიპტე და დუბაი, შესაძლებელია, მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ხელმისაწვდომი ფასების პოლიტიკის დაჭერა და მომხმარებლისთვის ხარისხიანი პროდუქტის, შეძლებისდაგვარად, მისაღებ ფასად შეთავაზება", - აღნიშნა მან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი