23.სექტემბერი .2021 00:20

“ბიუროკრატია კვლავ პრობლემად რჩება" - კომპანია “არსი”

“ბიუროკრატია კვლავ პრობლემად რჩება" - კომპანია “არსი”
views 412
უკან

ბიუროკრატიულ ბარიერებზე ბიზნესი დღესაც უცვლელად საუბრობს. როგორც სამშენებლო კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე ამბობს, ბიუროკრატიული ბარიერები თბილისის მერიის სამსახურებთან კომუნიკაციაში დღესაც პრობლემურ საკითხად რჩება. მისი განმარტებით, ამ მიმართულებით ნაბიჯები კი გადაიდგა, თუმცა გამოწვევები მაინც რჩება.

“ბიუროკრატია კვლავ რჩება პრობლემად, ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ როცა უცხოელ ინვესტორებთან გაქვს შეხება. როგორც კი გარკვეულ ბიუროკრატიულ წინაღობებს ვაწყდებით ვცდილობთ, რომ არ დავუშვათ ამ მიმართულებით პრობლემები, გვინდა რომ ამ კუთხით გაუმჯობესება გვქონდეს. გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტორებისთვის. ვხედავთ, რომ მერიას ამ მიმართულებით პრობლემები ჰქონდა, თუმცა ამის გამოსწორებაზე მუშაობენ. ბიუროკრატია ერთი მხრივ არის ის, რომ გადაწყვეტილებები იწელება დროში, ხოლო მეორე ის, რომ ითხოვენ, ისეთ დოკუმენტებს, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანია. შეიძლება მოითხოვონ რაღაც ცნობა, რომლის სპეციალისტიც არ ჰყავთ", - აცხადებს კომპანია “არსის” გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე.